ივანიშვილი არაფრით არ დაუშვებდა თუნდაც ოდნავი ამბიციების მქონე ადამიანის პრეზიდენტობას

“ივანიშვილი არაფრით არ დაუშვებდა თუნდაც ოდნავი ამბიციების მქონე ადამიანის პრეზიდენტობას. , და თუ დაუშვებს და გაიყვანს, ესე იგი პირდაპირ უბრძანეს კრემლიდან. სალომეს კანდიდატურა კი პუტინისთვის პირდაპირ განძია.საქართველოს პრეზიდენტი რომ განაცხადებს თავად, ჩვენ დავიწყეთ ომიო, როგორია??? არაო, ერთი საუკუნის წინ კი დაიწყო რუსეთმა, მაგრამ ახლა საქართველომო! ასეთ აბსურდს და უსინდისობას რომ საერთოდ ნებისმიერი ადამიანი იტყვის და მით უფრო ემიგრანტული წარმოშობის ქართველი!ქართული სოფლები იბომბებოდა, რუსები უკვე შემოსული იყვნენ და საერთოდ საკუთარი ტერიტორიის დაცვა საკუთარ ტერიტორიაზე როდის აქეთ ითვლება ომის დაწყებად?! ეს უბრალოდ მარაზმი არ არის, ეს პირდაპირი თანამშრომლობაა მოწინააღმდეგესთან საკუთარი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესების ხარჯზე”-წერს “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე თამარ ჩხეიძე.

banner
წინა სტატიაში„სამწუხაროდ, არ იცვლება რუსული მიდგომა და პოლიტიკა” – ირაკლი კობახიძე დიმიტრი მედვედევის მუქარას ეხმაურება
შემდეგი სტატია“არც ერთ ქვეყანას არ აქვს უფლება ძალის გამოყენებით შეცვალოს მეორე ქვეყნის საზღვრები”- ევროპელი ლიდერები საოკუპაციო ხაზთან