„სამწუხაროდ, არ იცვლება რუსული მიდგომა და პოლიტიკა” – ირაკლი კობახიძე დიმიტრი მედვედევის მუქარას ეხმაურება

რუსეთის პრემიერ-მინისტრის მუქარის შემცველ განცხადებას, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები პასუხობენ.

“კომერსანთან” ინტერვიუში დიმიტრი მედვედევმა თქვა, რომ ნატოს გაფართოება რუსეთისთვის საფრთხის შემცველია და საქართველოს ნატოში გაწევრიანებას შესაძლოა სამხედრო კონფლიქტი მოჰყვეს.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, რუსეთის აგრესია მეზობელი სახელმწიფოს მიმართ არ დასრულებულა და ის ამ დრომდე გრძელდება.

კობახიძის განცხადებით, საქართველომ ყველა ღონე უნდა გამოიყენოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის.

„სამწუხაროდ, არ იცვლება რუსული მიდგომა და პოლიტიკა. ეს არის აგრესიული პოლიტიკა, არა პრაგმატული პოლიტიკა. ჩვენ გვაქვს რა თქმა უნდა ჩვენი ხედვა. ჩვენი ხედვა მდგომარეობს იმაში, რომ ყველა ღონე უნდა მივიღოთ, რა თქმა უნდა საუბარია მშვიდობიან ზომებზე იმისთვის, რომ ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო დოკუმენტაციაში ყალბი მონაცემებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით მედიკამენტის ექსპორტის მცდელობის ფაქტი გამოავლინა
შემდეგი სტატიაივანიშვილი არაფრით არ დაუშვებდა თუნდაც ოდნავი ამბიციების მქონე ადამიანის პრეზიდენტობას