იუსტიციის საბჭოს წევრობის კანდიდატად სერგო მეთოფიშვილი დასახელდა

ზაზა მეიშვილის შემცვლელი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სავარაუდოდ სერგო მეთოფიშვილი გახდება. მოსამართლეთა რიგგარეშე მე-17 კონფერენციაზე ამ დროისათვის მხოლოდ მისი კანდიდატურა დასახელდა.
ზაზა მეიშვილმა სიტყვით გამოსვლისას სერგო მეთოფიშვილს, რომელიც სავარაუდოდ საბჭოს წევრი გახდება, წარმატებები უსურვა. მან სერგო მეთოფიშვილს მიმართა, რომ მზად უნდა იყოს პრინციპული გადაწყვეტილებებისთვის და იმ კრიტიკისთვის, რომელიც მოსალოდნელია. ასევე, მეიშვილი დაემშვიდობა მოსამართლეთა კორპუსს და წარმატებები უსურვა უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ნინო გვენეტაძეს, ასევე მთლიანად იუსტიციის საბჭოს.
მოსამართლეთა კონფერენციაზე გამოცხადებული შესვენების შემდეგ სერგო მეთოფიშვილის კანდიდატურას კენჭს უყრიან და საბოლოო გადაწყვეტილება საბჭოს წევრობაზე იმ შემთხვევაში იქნება მიღებული, თუ კონფერენციაზე დარეგისტირებული მონაწილეების ხმების ორ მესამედს მიიღებს. კონფერენციაზე რეგისტრაცია გაიარა 226 მოსამართლემ, სერგო მეთოფიშვილის იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრად არჩევას მინიმუმ 154 ხმა სჭირდება.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი “ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის” წევრებს შეხვდება
შემდეგი სტატიამოსამართლეთა საგამოცდო ტესტების საკითხს პროკურატურა შეისწავლის