გიორგი კვირიკაშვილი “ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის” წევრებს შეხვდება

მომავალი პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გახდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი მომავალ კვირაში “ახალი პოლიტიკური ცენტი – გირჩის” წევრებს შეხვდება. როგორც პრემიერმა “რადიო თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, შეხვედრის ინიციატივა “გირჩს” ეკუთვნის და ისიც სიამოვნებით დათანხმდა.

“მქონდა შეხვედრა არასაპარლამენტო ოპოზიციასთან, მომავალ კვირაში ვხვდები ერთ-ერთ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელ პარტიას. ეს არის “გირჩი”. მათ გამოთქვეს სურვილი და მე სიამოვნებით შევხვდები, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ვერ შევთანხმდეთ ყველა საკითხზე. არის იდეები, რომლებზეც შეიძლება შევთანხმდეთ და ერთობლივად გავაკეთოთ რაღაცეები. მე მგონია, რომ ეს კარგი იქნება”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერის თქმით, არ არის კარგი, რომ რომელიმე იდეა მხოლოდ იმიტომ დაიბლოკოს, რომ სხვამ დააანონსა.

“პირიქით, არავის არაფერი უნდა დავუკარგოთ, სხვათა შორის უნდა ვთქვა, რომ ჯერ კიდევ ეკონომიკის მინისტრობის დროს ზურაბ ჯაფარიძესთან მქონია შეხვედრები, დისკუსიები, რაღაცეებში ვთანხმდებით, რაღაცეებს შეიძლება ცოტა მეტი დრო სჭირდებოდეს, ვიდრე ზურას ჰგონია და წარმოუდგენია, მაგრამ ჩვენ გვქონდა ურთიერთპატივისცემა. ხედვებში შეიძლება იყოს განსხვავება და იყოს თანხვედრაც. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის დიალოგი იმ ადამიანებთან, პოლემიკა სასარგებლოა ყოველთვის, თუნდაც არ სრულდებოდეს რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილებით”, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

banner
წინა სტატიაშისაქმე გვაქვს პიროვნულ უთანხმოებასთან და არა პარტიებს შორის დაპირისპირებასთან
შემდეგი სტატიაიუსტიციის საბჭოს წევრობის კანდიდატად სერგო მეთოფიშვილი დასახელდა