მოსამართლეთა საგამოცდო ტესტების საკითხს პროკურატურა შეისწავლის

უმაღლეს საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე აცხადებს, რომ მოსამართლეთა საგამოცდო ტესტების გაჟონვის საკითხს პროკურატურა დაადგენს.

მურუსიძე აცხადებს, რომ საბჭოს წევრების მხრიდან აღნიშნული ტესტის გატანა შეუძლებელი იყო.

“იმიტომ გადავეცით პროკურატურას, რომ დადგინდეს ვისი ბრალეულობაა. მიღებულ იქნა პრინციპული გადაწყვეტილება, რომ ჩვენი მასალებს გადავაგზავნიდით. დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. სავარაუდოდ, გაჟონვას ჰქონდა აგილი, დანარჩენი – კვალიფიკაცია, შეფასება, სამართალდამცავი ორგანოს გადასაწყვეტია. იუსტიციის საბჭოს წევრებს ფიზიკურად შეხება არ ჰქონიათ ამასთან”, – განაცხადა მურუსიძემ.

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის საბჭოს წევრობის კანდიდატად სერგო მეთოფიშვილი დასახელდა
შემდეგი სტატიათათბირი ჩატარდა თეა წულუკიანთან – გოგი თოფაძე საგარეჯოს არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს