უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იუშენკო ამბობს, რომ უკრაინული ენის დაკარგვა კიევის სახელმწიფოებრიობის დაკარგვას გამოიწვევს – უკრაინული მედია წერს.
“გაიარეთ კიევის ქუჩებში, შეხედეთ ვიტრინებს. თქვენ იტყვით, რომ დამოუკიდებელი უკრაინის დედაქალაქში ცხოვრობთ? ეს სადმე, ტულას იქით, ურალთან ნახავთ ასეთ ენას. ეს უკვე სხვა კულტურაა. რადგანაც ეროვნულობის არსი ეს ენაა. თუკი თქვენ დაკარგეთ ენა, თქვენ დაკარგეთ სახელმწიფოებრიობა” – განაცხადა იუშენკომ.