გიორგი ჩხარტიშვილი: პირადი ცხოვრების კადრების საქმეზე პროკურატურას ორი ყოფილი მინისტრის გვარი დავუსახელე

ფარული კადრების საქმეზე გიორგი ჩხარტიშვილის (მაცაცოს) დაკითხვა მოწმის სტატუსით დაახლოებით ორი საათი გაგრძელდა.

მისი თქით, გამოძიებას ორი ყოფილი მინისტრის გვარი დაუსახელა.

დაკითხვის შემდეგ, გიორგი ჩხარტიშვილმა განაცხადა, რომ მის მიერ დასახელებული ორი პირიდან ერთ- ერთის სახლში ხდებოდა ფარული კადრების გადაღება. კადრები კი, მისივე ინფორმაციით, თურქეთში მონტაჟდება.

“გამომძძიებელმა მითხრა, რომ გასაიდუმლოებულია საქმის მასალები და დეტალებზე საჯაროდ არ ვისაუბრო. ამიტომ კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ. იმედი მაქვს პროკურატურას ჩემს მიერ მიწოდებული ფაქტები დაეხმარება გამოძიებაში”,- განაცხადა ჩხარტიშვილმა და აღნიშნა, რომ დაკითხვის შეწყვეტის ინიციატორი თავად იყო.

ხვალ დაკითხვა უკვე ადვოკატის თანდასწრებით განახლდება.

banner
წინა სტატიაშიიუშენკომ უკრაინის სახელმწიფოებრიობის დაკარგვა ივარაუდა
შემდეგი სტატიაპუტინმა რუსების უფლებების და თავისუფლების მასობრივ დარღვევაზე ილაპარაკა