მედია ბრიუსელის შარლერუას აეროპორტთან საეჭვო მანქანაზე საუბრობს

ბრიუსელის შარლერუას აეროპორტთან საეჭვო მანქანა შენიშნეს – ამის შესახებ აეროპორტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ისაუბრა.
მიმდინარე მომენტში მანქანას სპეცსამსახურები ათვალიერებენ, ამასთანავე, ტერმინალი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. ბრიუსელ-შარლერუა საერთაშორისო აეროპორტია, რომელიც ქალაქიდან 46 კილომეტრში მდებარეობს. ის მგზავრების მიღების მოცულობით მეორეა ბელგიაში.
ბელგიაში აფეთქებების შემდეგ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია.
ბელგიაში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი, მეოთხე დონეა გამოცხადებული.

banner
წინა სტატიაშიციხისძირიდან ხის გადასატანად ბარჟა დაიძრა
შემდეგი სტატიაიუშენკომ უკრაინის სახელმწიფოებრიობის დაკარგვა ივარაუდა