იუნკერმა პოროშენკოს დანახვისას იტირა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს, რომ ევროკომისარ ჟან-კლოდ იუნკერს ცრემლები წამოუვიდა ბრიუსელში პეტრე პორშენკოს ნახვისას – პრეზიდეტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ კონსტანტინ ელისეევმა ტელევიზიით გამოსვლისას თქვა – უკრაინული მედია ავრცელებს. “მან (იუნკერმა) პოროშენკო თავის კაბინეტში შეხვერდაზე დაპატიჟა. ის ძალიან თბილი იყო და გულწრფელად გეტყვით, ტირილიც კი დაიწყო. ის დამწუხრდა და თქვა, რომ ხუთი წლის მანძილზე, თითქმის ახლობლები გავხდით” – ელისეევმა თქვა.
პოროშენკო 13-14 მაისს სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებოდა ღონისძიებაზე, რომელიც “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ათი წლისთავს ეძღვნებოდა. ვიზიტისას უკრაინის პრეზიდენტმა იუნკერს იაროსლავ ბრძენის პირველი ხარისხის ორდენი გადასცა.

banner
წინა სტატიაშიევროკომისიამ ხუთი ბანკი მილიარდი ევროთი დააჯარიმა
შემდეგი სტატიაოლიგარქი იგორ კოლომოისკი უკრაინაში დაბრუნდა