ოლიგარქი იგორ კოლომოისკი უკრაინაში დაბრუნდა

ორწლიანი პაუზის შემდეგ უკრაინაში ოლიგარქი იგორ კოლომოისკი დაბრუნდა. ის ადრე დნეპროპეტროვსკის ოლქს ხელმძღვანელობდა, მაგრამ პეტრე პოროშენკომ თანამდებობიდან გაანთავისუფლა. კოლომოისკის დაბრუნების შესახებ ინფორმაცია 16 მაისს დადასტურდა – “დოიჩე ველე” წერს.
იგორ კოლომოისკიმ ქვეყანა 2017 წელს დატოვა. თავდაპირველად ის შვეიცარიაში იყო, შემდეგ ისარელში გადავიდა. ბიზნესმენმა უკრაინაში დაბრუნების შესახებ საუბარი მას სემდეგ დაიწყო, რაც საპრეზიდენტო არჩევნებში შოუმენმა ვლადიმირ ზელენსკიმ გაიმარჯვა. ის ზელენსკის ღიად უჭერდა მხარს. პოროშენკოს არა ერთხელ უსაუბრია კოლომოისკისა და ზელენსკის კავშირზე. ის ზელენსკის კოლომოისკის მარიონეტს უწოდებდა. ბიზნესმენს ეკუთვნის არხი “1+1”, სადაც ზელენსკის პროექტი “კვარტალი 95” გადის ეთერში.
თვითონ კოლომოისკის არა ერთხელ უთქვამს, რომ მზად არის უკრაინის მომავალ პრეზიდენტს კონსულტაციები გაუწიოს.

banner
წინა სტატიაშიიუნკერმა პოროშენკოს დანახვისას იტირა
შემდეგი სტატიასოხუმელი ომარ მერცხულავას შესახებ ინფორმაციისთვის ჯილდო დააწესეს