ევროკომისიამ ხუთი ბანკი მილიარდი ევროთი დააჯარიმა

ევროკავშირის სამეთვალყურეო ორგანოებმა საბანკო სფეროში მსხვილი ჯარიმები გამოწერა. საუბარია ხუთ ბანკზე – ამრიკულ Citigroup და JP Morgan-ზე, ბრიტანულ Royal Bank of Scotland (RBS)-სა და Barclays-ზე და იაპონურ Mitsubishi UFG-ზე. ისინი ვალდებული არიან ჯარიმის სახით 1,07 მილიარდი ევრო გადაიხადონ – ევროკომისიის მიერ 16 მაისს გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაშია ნათქვამი – “დოიჩე ველე” წერს.
ბანკებს ბრალი ედებათ თაღლითური სქემის შექმნის მიზნით შეთქმულებაში. კერძოდ, საუბარია ევროს გაცვლის კურსის ერთმანეთთან შეთანხმებასა და ინფორმაციის გაცვლაზე. შვეიცარიული ბანკი UBS, რომელმაც ხელმძღვანელობას თვითონ შეატყობინა სქემის შესახებ, ჯარიმისგან განთავისუფლებულია.

banner
წინა სტატიაში“ოკეან ელზის” ლიდერი უკრაინაში პოლიტიკურ პარტიას აარსებს
შემდეგი სტატიაიუნკერმა პოროშენკოს დანახვისას იტირა