იტალიური ენისა და კულტურის საუნივერსიტეტო ცენტრი მსმენელების მიღებას იწყებს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებული იტალიური ენისა და კულტურის საუნივერსიტეტო ცენტრი იწყებს მსმენელების მიღებას და იტალიური ენის სპეციალისტის ვაკანსიაზე კონკურსს აცხადებს.

ცენტრის ინფორმაციით, კურსის მიზანია, უცხოური ენების სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიების გამოყენებით, მაქსიმალურად დაეხმარონ დაინტერესებულ პირებს იტალიური ენის მარტივად და სწრაფად ათვისებაში.
“იტალიური ენისა და კულტურის საუნივერსიტეტო ცენტრი გთავაზობთ კურსების მრავალფეროვან არჩევანს – დაწყებული A1 დონიდან B2 დონის ჩათვლით.წინასწარი ტესტირების საფუძველზე, ჩვენ დაგიდგენთ ენის ცოდნის დონეს დაშეგირჩევთ იმ კურსს, რომელიც ყველაზე ხელსაყრელი იქნება თქვენთვის. “-აცხადებენ ცენტრში

მათივე ინფორმაციით,თითოეული კურსის ხანგრძლივობა 4 თვეს შეადგენს და მეცადინეობები კვირაში ორჯერ ჩატარდება.

ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება ნინო ცერცვაძე, პროფესორი, ტექნიკური უნივერსიტეტის იტალიური ენისა და კულტურის ცენტრის დირექტორი:

_ 2011 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით შეიქმნა იტალიური ენისა და კულტურის საუნივერსიტეტო ცენტრი. იდეა წამოვიდა იტალიის მთავრობიდან და გახორციელდა იტალიის საელჩოს მეშვეობით. რატომ არის მოთხოვნადი იტალიური ენა?

-საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში არსებობს დიზაინის საერთაშორისო სკოლა, სადაც სტუდენტები ორენოვანნი არიან, ინგლისური ენა მათთვის არის სავალდებულო და რადგან დიზაინს ეხება საქმე, სტუდენტები სიამოვნებით ირჩევენ იტალიურ ენას, ისინი სწავლობენ და გაცვლითი პროგრამებით მიდიან იტალიაში. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ერაზმუს პროექტებში ჰყავს პარტნიორი, მსოფლიოში ერთ-ერთი პრესტიჟული სასწავლო დაწესებულება – მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი. დიზაინის სკოლიდან ორი სტუდენტი იტალიაში წავიდა,ერთ-ერთი სტუდენტი დღესაც სწავლობს ამ უნივერსიტეტში. იტალიური ენა სტუდენტებისათვის არა მხოლოდ სასურველია, სავალდებულოცაა, იმიტომ რომ, როცა ისინი სწავლობენ მილანის უნივერსიტეტში, ყოველ სემესტრში გადიან იტალიურ კურსს. ვინც ვერ აბარებს, უკან ბრუნდება და ცდილობენ აქ დაჩქარებით ისწავლონ ენა, რათა მილანში დაფინანსება არ შეუწყდეთ. სასიხარულო ისაა, რომ დიზაინის საერთაშორისოსკოლაში იტალიური ენა სასწავლო პროცესის შემადგენელი ნაწილია.
_ რაც შეეხება ცენტრის საქმიანობას?
_ დღიდან დაარსებისა ძალიან ბევრი კარგი საქმე გააკეთა ამ ცენტრმა, ჩვენ ვუტარებთ ფაკულტეტურ მეცადინეობას არქიტექტურისა და სხვა ფაკულტეტების სტუდენტებს.
_ დღეს ცხადდება კურსებზე მიღება, რას სთავაზობთ სტუდენტებს?
_ ცენტრი ექსკლუზიურად ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს სთავაზობს იტალიურიენის შემსწავლელ კურსებს, არის რამდენიმე წამყვანი უნივერსიტეტი, რომლებთანაც
ჩვენ გვაქვს ხელშეკრულებები ერაზმუსის ფარგლებში გაცვლითი პროგრამებზე. ბუნებრივია, არის მოთხოვნა, ამიტომ ჩვენ ვართ რა საუნივერსიტეტო ცენტრი, შეღავათიან ფასებში 80 ლარად ექსკლუზიურად ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის ვხსნით კურსებს.
_ ანუ სწავლება ფასიანია?
_ დიახ, იმიტომ რომ ცენრტი არის თვითდაფინანსებაზე, მაგრამ ზოგადად ენის შესწავლა, ნებისმიერ სასწავლო ცენტრში თბილისში, სადაც არ უნდა წავიდეს ჩვენი სტუდენტი, 130 ლარზე ნაკლებად ვერ ისწავლის ენას, ჩვენ გვაქვს მაქსიმალურად დაბალი ფასი – 80 ლარი. თუ რომელიმე ფაკულტეტს, დიზაინის საერთაშორისო სკოლის მსგავსად, მოუნდება თავიანთ სასწავლო პროგრამაში შეიტანონ იტალიური ენა, როგორც მეორე ენა, პედაგოგს ექნება თავისი ანაზღაურება. ჩვენ პროფესიების მიხედვით შევადგენთ ჯგუფებს, სადაც დიზაინის, არქიტექტურის, აგრარული და სხვა მიმართულების სტუდენტებისთვის იქნება სწავლება. მინდა გითხრათ, რომ იტალიის მთავრობის მხრიდან დიდი ხელშეწყობა გვაქვს, პედაგოგებისთვის პატარა გრანტი გვაქვს, დამატებითი ხელფასისთვის, რაც ძალიან მასტიმულირებელია. მნიშვნელოვანია იტალიის საელჩოს ყურადღება და უდიდესი სურვილი, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე იტალიური ენის სწავლება ძალიან აქტიურად მიმდინარეობდეს, ასევე 20 ქართულ სკოლაშია შეტანილი იტალიური ენის სწავლება.
_ მთავარი კითხვა, სტუდენტებისთვის რას მოიტანს ეს პროექტი?
_ რა პერსპექტივა აქვთ სტუდენტებს? იტალიური ენის ცოდნა მათ ექნებათ ბონუსად კონკურსში მონაწილეობისას. იტალიის მთავრობა მათთვის გამოყოფს სასწავლო სტიპენდიას, მინიმუმ სამი თვიდან ზემოთ და ეს ეხება მაგისტრატურის პროგრამებს. გარდა ამისა, თბილისში 2006 წლიდან მოქმედებს „დანტე ალეგიერის საზოგადოება“ (რომლის პრეზიდენტიც მე ვარ), სადაც სტუდენტებს შეუძლიათ სწავლის გაგრძელება, ან მივიდნენ ჩააბარონ გამოცდა და მიიღონ საერთაშორისო სერთიფიკატი. ასევე, სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა იტალიის მთავრობის მოერ გამოცხდებულ უამრავ კონკურსში მიიღონ მონაწილეობა, რომელსაც ტექნიკურ უნივერსიტეტში იტალიის საელჩოსთან თანამშრომლობით, იტალიური ენისა და კულტურის საუნივერსიტეტო ცენტრი აცხადებს. შარშან დიზაინის ბიენალესთან დაკავშირებით საერთაშორისო კონკურსი იყო გამოცხადებული, ლოგოს შექმნასთან დაკავშირებით. დიზაინის საერთაშორისო სკოლის ორმა სტუდენტმა გაიმარჯვა კონკურსში, რაც შეგიძლიათ ნახთ იტალიის მთავრობის საიტზე. ახალგაზრდები „დანტე ალეგიერის საზოგადოებამ“ დაასაჩუქრა უფასო სწავლებით.
_ ასევე კონკურსია გამოცხადებული პედაგოგის ვაკანსიაზე. იტალიური ენის პედაგოგის პოვნა ადვილია?
_ სხვათაშორის, არა. სამწუხაროდ, 2006 წლიდან მისაღებ გამოცდებზე აღარ ბარდება იტალიური ენა, შესაბამისად ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში, სადაც არის შესაბამისი მიმართულებები, სტუდენტები შემოდიან ენაში ნულოვანი ცოდნით, მაშინ, როცა გერმანულ, ფრანგულ და სხვა ენებში შემოდიან, მინიმუმ B2 დონით. მიუხედავად,ამისა იმდენად დიდია მოთხოვნა, ორ უმაღლეს სასწავლებელში იტალიანისტიკა ისწავლება, მაგრამ ბაკალავრიატის სტუდენტებს სჭირდებათ გარკვეული ტრენინგი, რაშიც მათ „დანტე ალეგიერის საზოგადოება“ ეხმარება.
ხაზგასმით მინდა აღვნიშნო საელჩოს როლი, მათ არაჩვეულებრივი პედაგოგები ჩამოჰყავთ ყოველწლიურად. მიუხედავად ამისა, დეფიციტი მაინც არის. სკოლაში ბევრი პედაგოგი დაგვჭირდა, რამაც დაგვანახა რომ კადრები ჭირს.დაბოლოს, რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტზე გავამახვილებ ყურადღებას: ცნობილი დიზაინერების მამა-შვილი ჯუჯაროების, რომლებიც შედიან ტრანსპორტის დიზაინში მსოფლიო ტოპ-ხუთეულში, ვიზიტზე. ამ პროცესში ჩართული იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო უნივერსიტეტის ჩართულობა დიზაინის ბიენალეში, რაც იყო იტალიის ელჩის ინიციატივა. მონაცემების ნახვა იტალიის მთავრობის საიტზე შეგიძლიათ ნახოთ, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი ფაქტს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. ყველა ღონისძიებაში, რასაც იტალიის მთავრობა ახორციელებს, ჩართულინი არიან უნივერსიტეტის სტუდენტები, მათი პროფესიის მიხედვით.ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი

banner
წინა სტატიაშისოფელ ეწერში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა დაიწყო
შემდეგი სტატიაანი წითლიძე: ტყუილია რომ ვინმე თქვენზე აპირებს შურისძიებას