სოფელ ეწერში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა დაიწყო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა დაიწყო. პროექტის სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 2 233 414.41ლარს.
სამუშაოებს ასრულებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია აგრომშენსერვისი.
ახალი საჯარო სკოლა გათვლილია 120 მოსწავლეზე, რომელიც იქნება თანამედროვე სტანდარტების დონეზე კეთილმოწყობილი.
სკოლა საბოლოო სახეს მიიღებს 2019 წლის ოქტომბერში.
დღეს 30 ოქტომბერს, სოფელ ეწერში იმყოფებოდნენ და მშენებლობის საძირკვლის ჩაყრას ესწრებოდნენ წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი ლუკავა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია, საკრებულოს სამანდატო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თენგიზ ფიფია და წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლირა ღურწკაია.

banner
წინა სტატიაში„ქართული ოცნების“ ოფისში კინოლოგები მუშაობენ
შემდეგი სტატიაიტალიური ენისა და კულტურის საუნივერსიტეტო ცენტრი მსმენელების მიღებას იწყებს