ანი წითლიძე: ტყუილია რომ ვინმე თქვენზე აპირებს შურისძიებას

ზუგდიდში წაგებული არჩევნების შემდეგ ბოლომდე გაკოტრებული ქართული ოცნების მთავარი მესიჯია რომ ნაციონალები დაბრუნდებიან და ყველას, ვინც ჩვენზე მუშაობდით დედას გიტირებენ ოჯახებიანადო.

საჯაროდ გეუბნებით ყველა ქართული ოცნების დეპუტატს, მხარდამჭერს, კოორდინატორს თუ კომისიის წევრს. მიუხედავად ყველა შეურაცხყოფისა და ძალადობისა რაც 6 წლის განმავლობაში გადაგვიტანია და გადამიტანია პირადად მე, ყველაფერი ჩაბარდა წარსულს. არაფერი ცუდი არ გვახსოვს და არც ვაპირებთ გავიხსენოთ. ვერავინ ვერასოდეს შეგეხებათ და ამის გარანტად დავდგები პირადად. ტყუილია რომ ვინმე თქვენზე აპირებს შურისძიებას. ნუ გეშინიათ <3

ჩვენი ერთადერთი მიზანი ჩვენი ქალაქის და ქვეყნის სწრაფი წინსვლა და განვითარებაა.

ყველაფერი იქნება კარგად და ჩვენი კარი ღიაა ყველასთვის-წერს ანი წითლიძე.

banner
წინა სტატიაშიიტალიური ენისა და კულტურის საუნივერსიტეტო ცენტრი მსმენელების მიღებას იწყებს
შემდეგი სტატიაშსს-მ ახალქალაქში, „ძალა ერთობაშიას“ წევრებზე მომხდარ თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო