იტალიის ცენტრალურ ნაწილში კვლავ ძლიერი მიწისძვრა მოხდა

იტალიის ცენტრალურ ნაწილში კვლავ ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი აშშ-ის გეოლოგიურ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 7,1 მაგნიტუდას შეადგენდა.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ პერუჯადან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 68 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა

26 ოქტომბერს იტალიის ცენტრალურ ნაწილში ორი მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც დაინგრა შენობები და დაშავდა ათობითა ადამიანი.

24 აგვისტოს ცენტრალურ იტალიაში მომხდარ მიწისძვრას კი 300-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიმეორე ტური ჭიათურაში – ერთმანეთს “თავისუფალი დემოკრატებისა” და “ქართული ოცნების” კანდიდატები უპირისპირდებიან
შემდეგი სტატიააჭარაში ამომრჩეველთა აქტივობა დაბალია