მეორე ტური ჭიათურაში – ერთმანეთს “თავისუფალი დემოკრატებისა” და “ქართული ოცნების” კანდიდატები უპირისპირდებიან

არჩევნების მეორე ტურში ჭიათურა ერთდერთი რაიონია, სადაც ერთმანეთს თავისუფალი დემოკრატების და ქართული ოცნების კანდიდატები უპირისპირდებიან. საარჩევნო ოლქში სულ 58 უბანია. რეგისტრირებულია 44 ათასამდე ამომრჩეველი.

ჭიათურის 56-ე საარჩევნო ოლქის 58-ვე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი დილის 08:00 საათიდან დაიწყო. როგორც საოლქო-საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, ამ დროისათვის კომისიაში რაიმე დარღვევების შესახებ ინფორმაცია არ შესულა.

თავისუფალ დემოკრატებს თეიმურაზ გაფრინდაშვილი, ხოლო ქართულ ოცნებას სულხან მახათაძე წარმოადგენს. კანდიდატებს, ამ დროისათვის საკუთარი არჩევანი არ გაუკეთებიათ. საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა 34 %-მა მხარი ქართული ოცნების წარმომადგენელს დაუჭირა, ხოლო ამომრჩეველთა 20%-მა თეიმურაზ გაფრინდაშვილს.

თავისუფალი დემოკრატების კანდიდატის მხარდასაჭერად, დღეს ჭიათურაში, პარტიის ლიდერები აპირებენ ჩასვლას და ისინი უშუალოდ, ადგილზე დააკვირდებიან საარჩევნო პროცესს.

banner
წინა სტატიაშიაშშ-მ საკონსულოს თანამშრომელთა ოჯახებს სტამბულის დატოვება უბრძანა
შემდეგი სტატიაიტალიის ცენტრალურ ნაწილში კვლავ ძლიერი მიწისძვრა მოხდა