აჭარაში ამომრჩეველთა აქტივობა დაბალია

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის მონაცემებით, აჭარის 300 ათასზე მეტი ამომრჩევლიდან, 10:00 საათისთვის საკუთარი არჩევანი უბანზე საშუალოდ, 6%-მა დააფიქსირა. უსკო-ში აცხადებენ, რომ ეს მონაცემები, პირველი ტურის აქტივობის მონაცემების ნახევარიც არ არის.

უსკო-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა ასევე გააკეთა განცხადება, რომ 10:00 საათის მონაცემებით საჩივართა რაოდენობა თითქმის არ გაზრდილა და არჩევნები უბანზე მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიიტალიის ცენტრალურ ნაწილში კვლავ ძლიერი მიწისძვრა მოხდა
შემდეგი სტატია10.00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 4.65%-ს შეადგენს