იტალიის ახალმა პრემიერ-მინისტრმა თავისი კაბინეტი წარადგინა

იტალიის ახალმა პრემიერ-მინისტრმა პაოლო ჯენტილონიმ გუშინ მთავრობის განახლებული შემადგენლობა წარადგინა. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრად, რომელსაც მანამდე თვითონ ჯენტილონი იკავებდა, ანჯელო ალფანო, ყოფილი შსს მინისტრი დაინიშნა. კაბინეტის ბევრმა წევრმა საკუთარი პოსტი შეინარჩუნა, კერძოდ კი, ეკონომიკის, მრეწველობის, ჯანდაცვისა და იუსტიციის მინისტრებმა. უახლოეს დღეებში პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს მთავრობას გამოუცხადებს თუ არა ნდობას. ამასთანავე, რამდენიმე პარტია უკმაყოფილოა, რომ მათი წინადადებები არ იქნა გათვალისწინებული.

banner
წინა სტატიაში(Video) ამბავი, რომელიც ქუმსიშვილს „გადაემთხვა“ და რომლის მოსმენაზეც „გაგაჟრიალებთ“
შემდეგი სტატიარომნიმ გაკვრით მიანიშნა, რომ ტრამპმა მას სახელმწიფო მდივნის პოსტზე უარი უთხრა