იტალიაში პარიზის და ბრიუსელის ტერაქტებში ეჭვმიტანილი დააპატიმრეს

იტალიაში დააკავეს ალჟირელი ტერორისტების მხარდაჭერისა და დახმარებისათვის. ჯამალ ედდინ უალი პარიზსა და ბრიუსელში ტერაქტების მომწყობებს, იტალიური La Stampa-ის თქმით, ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა. გაზეთის ინფორმაციით, საუბარია მოჰამედ ბელკაიდეზე, რომელიც ბელგიაში 15 მარტს ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლეს, ასევე, სალახ აბდესლამზე, რომელიც 18 მარტს ბრიუსელის მოლენბეკის კომუნაში ჩატარებული რეიდისას დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ პარიზის ნოემბრის ტერაქტებს 130-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 22 მარტს მომხდარი ბრიუსელის ტერაქტების სერიას 31 ადამიანი შეეწირა და 300-მდე დაშავდა.
ბრიუსელში ტერორისტული საფრთხის მესამე დონეა გამოცხადებული.

banner
წინა სტატიაშისირიის არმიამ პალმირა გაანთავისუფლა
შემდეგი სტატიამედია „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ აშშ-ში ტრაქტების მოწყობის გეგმაზე საუბრობს