მედია „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ აშშ-ში ტრაქტების მოწყობის გეგმაზე საუბრობს

საერთაშორისო ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ღაზას სექტორში, პარიზის და ბრიუსელის ტერაქტებს უწოდა „რეპეტიცია მოვლენებამდე, რომელიც აშშ-ში უნდა მოხდეს“. ლიდერის განცხადება, რომლის სახელიც არ ქვეყნდება, პორტალ Israel Breaking-ის „ტვიტერ“ გვერდზეა მოყვანილი. ისლამისტის თქმით, აშშ-ში ტერაქტი ეს მხოლოდ დროის საკითხია.
25 მარტს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ს მიერ სირიაში ჩატარებული ოპერაციის შედეგად „ისლამური სახელმწიფოს“ მნიშვნეობით მეორე ლიდერი იქნა ლიკვიდირებული. საუბარია რელიგიურ ლიდერზე ხაჯი იმამზე, რომლის ნამდვილი სახელია აბდ არ-რახმან მუსტაფა ალ-კადული.
15 მარტს თეთრმა სახლმა დაჯგუფების ერთ-ერთი მეთაურის თარხან ბათირაშვილის სიკვდილის შესახებ გააკეთა განცხადება.

banner
წინა სტატიაშიიტალიაში პარიზის და ბრიუსელის ტერაქტებში ეჭვმიტანილი დააპატიმრეს
შემდეგი სტატიაკემერონი: „ბრიტანეთი ქრისტიანული ღირებულებების დასაცავად უნდა დადგეს “