სირიის არმიამ პალმირა გაანთავისუფლა

სირიის არმიამ პალმირა გაანთავისუფლა

სირიის არმიამ პალმირა გაანთავისუფლასირიის არმიამ და სახალხო მოძრაობის მეომრებმა დღეს, 27 მარტს პალმირის განთავისუფლების შესახებ განცხადება გააკეთეს – ადგილობრივი მედია წერს. არმიამ კონტროლი დაიბრუნა როგორც ქალაქის ძველ, ასევე დასახლებულ რაიონებზე.
ოპერაცია გუშინ დაიწყო. გუშინვე გახდა შესაძლებელი ჯიჰადისტური ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ დროშის ჩამოგდება, რომელიც რაიონის ყველაზე მაღალ კოშკზე იყო ჩამოკიდებული.
პალმირა (ტადმორის დასახლებული პუნქტის არაბული დასახელება) სტრატეგიული მნიშვნელობის არის. ქალაქი მდებარეობს გზაზე, რომელიც დამასკოს და დასავლეთ სირიას აერთიანებს. გარდა ამისა, ანტიკური ქალაქი პალმირა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შესული.

banner
წინა სტატიაშინუგზარ ტატალაშვილი თბილისის გრან პრის ჩემპიონია
შემდეგი სტატიაიტალიაში პარიზის და ბრიუსელის ტერაქტებში ეჭვმიტანილი დააპატიმრეს