იტალიაში მიგრანტების არალეგალურ გადაყვანაში 16 ეჭვმიტანილი დააკავეს

იტალიაში მიგრანტების არალეგალურ გადაყვანაში 16 ეჭვმიტანილი დააკავეს

5 (1)იტალიის ფინანსური გვარდიისა და პოლიციის თანამშრომლებმა 16 ადამიანი დააკავეს, რომლებიც მიგრანტების არალეგალურ გადაზიდვაში არიან ეჭვმიტანილები – სააგენტო “ანსა” წერს.
ოპერაცია 28 მაისს 884 მიგრანტის კუნძულზე ჩამოყვანის ფაქტის კვლევის შემდეგ ჩატარდა. თითქმის ყველა მათგანი სამაშველო ოპერაციის შემდეგ გადაარჩინეს და პორტ ეტნაზე გადაიყვანეს. ნავი, რომლითაც მიგრანეტბი გადაყავდათ, ჩაიძირა, სავარაუდოდ, 45 მათგანი დაიღუპა.
დაკავებულთა შორის არის ადამიანი, რომელიც ჩაძირულ ნავს მართავდა.

გაეროს ლტოლვილთა საბჭოს უმაღლესი კომისრის მონაცემებით, უკანასკნელი კვირის მანძილზე ხმელთაშუა ზღვაში დაახლოებით 700 მიგრანტი დაიღუპა.

banner
წინა სტატიაშიუფლებადამცველებმა თანამედროვე მონები დაითვალეს
შემდეგი სტატიარუსთავი 2-ის სასამართლო პროცესი გადაიდო