იტალიაში კორონავირუსით ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

იტალიაში კორონავირუსით ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა, 55 წლის ხათუნა ბუიშვილი, ბოლო დღეების განმავლობაში, სან პაულოს საავადმყოფოში მკურნალობდა. ქართველი ემიგრანტების ინფორმაციით, ის დღეს, 8 აპრილს გარდაიცვალა. მათივე თქმით, მიზეზი კორონავირუსის შედეგად განვითარებული თრომბოემბოლია გახდა.

გარდაცვლილი ყვარლის მუნიციპალიტეტის მცხოვრებია და ის, რამდენიმე წელია, ემიგრაციაში, ქალაქ ბარიში იმყოფებოდა. მისი ოჯახის წევრები, შვილი და დედა საქართველოში ცხოვრობენ.

როდის მოხდება საქართველოში მისი გადმოსვენება, ჯერჯერობით უცნობია.

 

banner
წინა სტატიაშიმარი ჩიტაია – რა გავაკეთო, მიპასუხეთ! დაუშვით რაღაც გამონაკლისი, მიეცით ხალხს დროული მკურნალობის უფლება!
შემდეგი სტატიასერგი კაპანაძე – იმაზე მარჩიელობა, დაძინებამდე ივანიშვილმა რა დაავალა სასამართლოს, უმადური საქმეა