მარი ჩიტაია – რა გავაკეთო, მიპასუხეთ! დაუშვით რაღაც გამონაკლისი, მიეცით ხალხს დროული მკურნალობის უფლება!

“კომპეტენურმა პირმა ამიხსნას, ძალიან გთხოვთ, რა გავაკეთოთო: გალში მყოფ მამას სჭირდება სამედიცინო დახმარება გამოღმა. აქვს ადგილობრივი ექიმის ცნობა, სადაც მითითებულია, რომ საჭიროებს გულზე მკურნალობას, სავარაუდოდ, გულსისხლძარღვთა პრობლემაა, რასაც ადგილზე ვერ მკურნალობენ. აქვს სუნთქვის უკმარისობა და 5 დღიანი კარანტინის გავლა ფიზიკურად არ შეუძლია. ერთხელ უკვე იყოს ასეთი მსხვერპლი, გახმაურებული და კარგად მოგეხსენებათ! როგორ მივაღწიოთ ექიმამდე საკარანტინო დაწესებულების გარეშე. ამ დროს ყოველ წუთს და საათს აქვს მნიშვნელობა, რომ დაავადება უფრო არ გართულდეს!
მთავრობას მივმართავ: რა გავაკეთო, მიპასუხეთ! დაუშვით რაღაც გამონაკლისი გალის მოსახლეობასთან დაკავშირებით, მიეცით ხალხს დროული მკურნალობის უფლება!
ნუ კლავთ!” – წერს ჟურნალისტი მარი ჩიტაია.

banner
წინა სტატიაშიუგულავა პროკურორს – ვის ატყუებთ თქვე უჯიშო აფერისტებო?!
შემდეგი სტატიაიტალიაში კორონავირუსით ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა