იტალიაში 11 წლის ბავშვი და მისი მშობლები ვულკანის კრატერში ჩავარდნენ

იტალიაში 11 წლის ბავშვი და მისი მშობლები ვულკანის კრატერში ჩავარდნენ. უბედური შემთხვევა ნეაპოლის მახლობლად მდებარე სოლფატარას ვულკანზე მოხდა. იტალიური მედიის ინფორმაციით, ბიჭუნა აკრძალულ ტერიტორიაზე გადავიდა, მშობლები კი მის უსაფრთხო ადგილას გამოყვანას ცდილობდნენ, რა დროსაც კრატერის ნაპირი ჩამოინგრა და სამივე ჩავარდა. ბავშვიც და მშობლებიც ადგილზევე გარდაიცვალნენ.

ტრაგედიის თვითმხილველი გახდა გარდაცვლილი ბავშვის შვიდი წლის ძმა. მასთან ამჟამად ფსიქოლოგები მუშაობენ. ოჯახი ნეაპოლში ტურინიდან დასავენებლად ჩავიდა.

სოლფატარას ვულკანი 1198 წლიდან მიძინებულია. მას ვიწრო კრატერი აქვს და ის უხვად აფრქვევს მომწამვლელ აირებს.

banner
წინა სტატიაშითუშეთის 24 სოფელსა და 4 ხეობაში სწრაფი ინტერნეტი უკვე ხელმისაწვდომია
შემდეგი სტატიაბორდოში, ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრში ხვალ გამოფენა – ,,საქართველო-მეღვინეობის აკვანი“ გაიხსნება