ისტორიული უბნების რეაბილიტაციისთვის 62 მილიონი ლარი გამოიყოფა

ძველი თბილისის ისტორიული იერსახის აღდგენისთვის 62 მილიონი ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, ახალი გუნდის პრიორიტეტი ძველი თბილისის ისტორიული იერსახის აღდგენაა. ამასთან, კალაძის განცხადებით, ტრანსპორტის გაუმჯობესების მიმართულებით მნიშვნელოვანი ღონისძიებები იგეგმება.
“2018 წლის ყველა მნიშვნელოვან საკითხთან ერთად , პრიორიტეტული იქნება დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემის განვითარება. კერძოდ, მუნიციპალური ტრანსპორტის გაუმჯობესება. ამ მიმართულებით იგეგმება მნიშვნელოვანი ღონისძიებები, რათა დედაქალაქის მოსახლეობისთვის კომფორტული გახდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. გარდა ამისა, განხორციელდება საგზაო პროექტები, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც დედაქალაქის კონკრეტულ მონაკვეთებში მნიშვნელოვნად განტვირთავს საავტომობილო მოძრაობას. ამ მიმართულებით ვიცით, რომ სერიოზული უკმაყოფილებაა და პრობლემაა საცობების თვალსაზრისით. 2018 წლის პრიორიტეტი დედაქალაქის ისტორიული იერსახის აღდგენა იქნება. ჩვენ გასული წლის ბოლოს, დეკემბერში დავიწყეთ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება – ეს არის ორბელიანის მოედნის და მიმდებარე ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები”, – განაცხადა კახა კალაძემ.
კახა კალაძის განცხადებით, წელსვე დაგეგმილია გუდიაშვილის მოედნის, მშრალი ხიდის, მისი მიმდებარე ტერიტორიის და 9 მარტის ბაღის რეაბილიტაციაც.

banner
წინა სტატიაში“სპეციალურად მომიკლეს შვილი ამ ფაშისტებმა…სათითაოდ მოვუღებ ბოლოს” – მაჩალიკაშვილის დედა
შემდეგი სტატიაძლიერმა ქარმა თელავში მთავარი საახალწლო ნაძვის ხე წააქცია