“სპეციალურად მომიკლეს შვილი ამ ფაშისტებმა…სათითაოდ მოვუღებ ბოლოს” – მაჩალიკაშვილის დედა

ამას ისე არ დავტოვებ, ვინც დამნაშავეა, სათითაოდ მოვუღებ ბოლოს, – აცხადებს თემირლან მაჩალიკაშვილის დედა. მისი თქმით, მისი შვილი დღეს დილით უნდა გადაეყვანათ თურქეთის კლინიკაში სამკურნალოდ. „დღეს დილით უნდა გადაგვეყვანა და სპეციალურად მომიკლეს შვილი ამ ფაშისტებმა არაფრის გულისთვის“, – განაცხადა მედიკო მარგოშვილმა.
თემირლან მაჩალიკაშვილი წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში, სადაც ის ორი კვირის განმავლობაში მკურნალობას გადიოდა, დღეს დილით გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიპანკისში გუშინ დაკავებულ ზურაბ იდოიძე დუმილის უფლებას იყენებს
შემდეგი სტატიაისტორიული უბნების რეაბილიტაციისთვის 62 მილიონი ლარი გამოიყოფა