ისტორიკოსი გიორგი ქავთარაძე გერმანიაში ახლადაღმოჩენილი ქართული ხელნაწერის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ისტორიკოსი გიორგი ქავთარაძე გერმანიაში ახლადაღმოჩენილი ქართული ხელნაწერის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

 ისტორიკოსი გიორგი ქავთარაძე გერმანიაში ახლადაღმოჩენილი ქართული ხელნაწერის შესახებ ინფორმაციას ავრცელებსეროვნული ბიბლიოთიკის თანამშრომელი, ისტორიკოსი გიორგი ქავთარაძე გერმანიაში ახლადაღმოჩენილი ქართული ხელნაწერის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკაში მუშაობისას აღმოჩნდა დღემდე შეუსწავლელი, არა კატალოგიზირებული ხელნაწერი – Hs. or. 14561. იგი წარმოადგენს ნუსხა-ხუცურით შესრულებულ სახარების ტექსტს, რომელშიც ჩართულია წმიდა მოციქული ლუკას ერთი ფერადი გამოსახულება. ბიბლიოთეკის ხელლმძღვანელობამ ქართველ სპეციალისტს დართო ნება მობილურით ტელეფონით გადაეღო პირველი და ბოლო გვერდები. ეს მინიატურული ხელნაწერი ბიბლიოთეკამ 2012 წელს შეიძინა კერძო კოლექციონერისაგან ამსტერდამში. მცირე ზომის გამო ხელნაწერი დიგიტალიზაციას არ ექვემდებარება. საჭიროა მისი ადგილზე შესწავლა. „ამ აღმოჩენით ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას კიდევ ერთი შესანიშნავი ხელნაწერი შეემატა”, – წერს გიორგი ქავთარაძე სოციალურ ქსელში და ხელნაწერის ფოტოებს ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიექსკლუზივი-რუსმა ოკუპანტებმა სოფელ მეორე ოტობაიაში ფსიქიურად ავადმყოფი ქალბატონი დააკავეს
შემდეგი სტატიაგივი თარგამაძის ფეისბუქ-პოსტი:სიბინძურეების ატვირთვა-გადატვირთვების გარემოში ამ ხალხისგან ბევრ ნაგავს უნდა ველოდოთ