გივი თარგამაძის ფეისბუქ-პოსტი:სიბინძურეების ატვირთვა-გადატვირთვების გარემოში ამ ხალხისგან ბევრ ნაგავს უნდა ველოდოთ

გივი თარგამაძის ფეისბუქ-პოსტი:სიბინძურეების ატვირთვა-გადატვირთვების გარემოში ამ ხალხისგან ბევრ ნაგავს უნდა ველოდოთ

targamadze-feis“გეცნობათ ეს ხალხი? გაგახსენებთ.მარჯვნიდან მარცხნივ: შსს მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე ზურაბ ჩხაიძე, საქართველოში ჩამოსვლისას გლუვტვინიანი რომ შეაჩერა 4 საათით აეროპორტში პატარკაციშვილის მოთხოვნით; ქალაქის სამმართველოს ყოფილი უფროსი სოსო ალავიძე; თავად ლეგენდარული შსს ყოფილი მინისტრი კახა თარგამაძე; მისი ყოფილი მოადგილე დავით თოდუა; კახეთის სამხარეო სამმართველოს თარგამაძისდროინდელი უფროსი თენგიზ შოშიაშვილი (იქვე მუშაობდა თამაზ თამაზაშვილი); შსს მინისტრის ყოფილი მოადგილე ფინანსურ საკითხებში ვასილ დავითაია (ესეც ერთგვარი ურჩხული).

ახალი ფოტოა. ბანკეტი. იმის აღსანიშნავად, რომ უზენაესი, ანუ, გლუვტვინიანი გადაწყვეტილებით თამაშში დააბრუნეს. ალავიძე თარგამაძის კადრი არასდროს ყოფილა. მეტიც, მის ჩამოცილებას საკმაოდ დიდი დროც მოანდომა. ახლა კი – ასეთი სიამტკბილობა. აი ქოცებს ბატონი სოსო იმთავიდე თბილ ადგილას, წყლის კორპორაციის დაცვის სამსახურის უფროსად ჰყავდათ მოყუჩებული. ზურაბ ჩხაიძე გლუვს უნდა ძულდეს, მაგრამ შეხედეთ მის გასხივოსნებულ სახეს – არაფერი ეტყობა მსგავსი. მოკლედ, ამ ხალხის ერთობა და მიმდინარე პროცესებში ჩართულობა ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრა გლუვმა გადაწყვეტილებამ და დავალებამ, რომ ერთად უნდა იმოქმედონ. შერჩევა კი მავნებლობის ხარისხის მიხედვით მოხდა. კახა თარგამაძე რუსია რუსული მოქალაქეობითა და ფულით. თან “უკეთესი” პრემიერისთვის, მისი გრეჩიხების, TBC-ებისთვის და ადაგებისთვისაც არაა უცხო. სიბინძურეების ატვირთვა-გადატვირთვების გარემოში ამ ხალხისგან ბევრ ნაგავს უნდა ველოდოთ. მაგრამ, როგორც ერთხელ გაიარეს, ახლაც მასევე გაივლიან”-წერს გივი თარგამაძე

banner
წინა სტატიაშიისტორიკოსი გიორგი ქავთარაძე გერმანიაში ახლადაღმოჩენილი ქართული ხელნაწერის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
შემდეგი სტატიავოლკერი: რუსეთი კმაყოფილი არასოდეს იქნება