ექსკლუზივი-რუსმა ოკუპანტებმა სოფელ მეორე ოტობაიაში ფსიქიურად ავადმყოფი ქალბატონი დააკავეს

enguri2დღეს, გალის რაიონის სოფელ მეორე ოტობაიაში რუსმა ოკუპანტებმა ახლაგაზრდა ქალბატონი ნ.ფ.დააკავეს, რომელიც ფსიქიატრიულ საავდმყოფოში მკურნალობდა და ახლობლებს შინ მიჰყავდათ. გზაში მას ნათესავის დაღუპვის ამბავი შეატყობინეს და, თვითმკლელობის მიზნით, პირდაპირ მდინარე ენგურში შევიდა. რუსმა ოკუპანტებმა ქალბატონი სწორედ ენგურიდან ამოიყვანეს და სამხედრო ბაზაზე გადიყვანეს.
როგორც „თაიმერს“ განუცხადეს, ქალბატონი არა ადექვატურია და რუს ოკუპანტებს ამ წუთებშიც დაკავებული ჰყავთ. მათი თქმით, აფხაზებმა მოითხოვეს, ერთი დაკავებული ქართველიც არ გაათავისუფლონ.
„როცა რუს ოკუპანტებს ქალბატონის ჯანმრთელობის ცნობა წარუდგინეს, რუსმა ოკუპანტებმა თითი აფხაზებისკენ გაიშვირეს. მომხდარს მთელი სოფელი აპროტესტებს, თუმცა ხმამაღლა ვერევინ ვერაფერს ამბობს,“ – განუცხადეს „თაიმერს“ და დასძინეს, რომ ინციდენტი იმ სოფელში მოხდა, რომლის გამგებელიც ეროვნებით რუსია, გვარად საროკინი.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაში(video) ეკა ბესელია:მერობაზე მეოცნებე ბიჭუნა, რომელსაც ქალები სძულს და პატიმრებიც სძულს
შემდეგი სტატიაისტორიკოსი გიორგი ქავთარაძე გერმანიაში ახლადაღმოჩენილი ქართული ხელნაწერის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს