ისრაელის თავდაცვის ძალები ადასტურებს, რომ ირანმა თავდასხმა დაიწყო

ისრაელის თავდაცვის ძალები [IDF] ირანიდან თავდასხმის დაწყებას ადასტურებს. პრესსპიკერის, დანიელ ჰაგარის განცხადებით, ირანიდან გაშვებული ათობით თვითმფრინავი ისრაელისკენ მიემართება. მისი თქმით, ისრაელის საჰაერო ძალები დრონებს თვალყურს ადევნებენ და მათ საჰაერო სივრცემდე საფრენი აპარატების მისვლას რამდენიმე საათი დასჭირდება.

ჰაგარი ამბობს, რომ იქნება GPS შეფერხებები, რადგან სამხედროები უპილოტო თვითმფრინავების დასაჭერად მუშაობენ.

banner
წინა სტატიაში14 აპრილს საქართველოში ქართული ენის დაცვის, დედაენის დღე აღინიშნება
შემდეგი სტატიაირანიდან ისრაელზე მოსალოდნელი თავდასხმის ფონზე, ისრაელში და თეირანის თავზე ფრენები შეწყდა