ირანიდან ისრაელზე მოსალოდნელი თავდასხმის ფონზე, ისრაელში და თეირანის თავზე ფრენები შეწყდა

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ირანის დედაქალაქის, თეირანის, თავზე ყველა სახის სამხედრო, საგანგებო და სპეციალური ოპერაციების ფრენები, რომლებიც ვიზუალური ფრენის წესების მიხედვით დაფრინავენ, შეჩერებულია.

ამასთანავე, კომერციული ფრენებისთვის საჰაერო სივრცე ჩაკეტა ისრაელმაც, რაც ძალაში ადგილობრივი დროით 01:00 საათიდან შევა.

საჰაერო სივრცე ასევე იორდანიამაც დახურა, რაც ძალაში, სულ მცირე, კვირას დილამდე დარჩება. ამას გარდა, მანამდე გავრცელდა ცნობები, რომ დუბაიდან თელ-ავივისკენ მიმავალი თვითმფრინავი უკან გაბრუნდა.

banner
წინა სტატიაშიისრაელის თავდაცვის ძალები ადასტურებს, რომ ირანმა თავდასხმა დაიწყო
შემდეგი სტატიაირანმა ისრაელის მიმართულებით უპილოტო საფრენი აპარატების მეორე ტალღა გაუშვა