საფინანსო კომპანია „საქართველოს“ მეანაბრეები „ქართული ოცნების“ ოფისთან აქციას მართავენ

საფინანსო კომპანია „საქართველოს“ მეანაბრეები „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან აქციას მართავენ.
დაზარალებულები მოითხოვენ, რომ ხელისუფლებამ პრობლემის მოსაგვარებლად შუამავლის როლი იტვირთოს.
მეანაბრეები კუთვნილი ანაბრების და მასზე დარიცხული პროცენტის დაბრუნებას ითხოვენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, კომპანიას 1500- მდე მეანაბრე ჰყავს, ვალი კი 30 მილიონს აღწევს.
პროცესში ჩართულია, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, რომელიც გამოძიებას სისხლის სამართლის კდექსის 182-ე მუხლით აწარმოებს, რაც მითვისებას ან გაფლანგვას გულისხმობს და სასჯელად სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიპატრიარქი: რუსეთში მცხოვრებ ყველა ქართველს უნდა საქართველოში დაბრუნება
შემდეგი სტატიაისლამურმა სახელმწიფომ სირიაში ქიმიური იარაღი ისევ გამოიყენა