ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციამ აღმოსავლეთ იერუსალიმი პალესტინის დედაქალაქად აღიარა

ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციამ, რომელიც 57 სახელმწიფოს აერთიანებს, თანხმობა განაცხადა აღმოსავლეთ იერუსალიმის პალესტინის დედაქალაქად აღიარების შესახებ. ამის თაობაზე წერს გაზეთი Hurriyet Daily News.
გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სტამბოლში, ორგანიზაციის საგანგენო სამიტზე. ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციამ მოუწოდა ვაშინგტონს, შეცვალოს იერუსალიმთან დაკავშირებული გადაწყვეტილება და გააფრთხილა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა შედეგზე პასუხისმგებლობა მას დაეკისრება.

აღსანიშნავია, რომ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე საერთაშორისო თანამეგობრობას იერუსალიმის პალესტინური სახელმწიფოს დედაქალაქად აღიარებისკენ მოუწოდა.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი პავლე არძინმა ავტომანქანაში ჩაცხრილეს
შემდეგი სტატიაირაკლი ღლონტი – ევროპულ სტრუქტურებში არაერთხელ სირცხვილნანახი იუსტიციის მინისტრი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო განცხადებას აკეთებს