ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი პავლე არძინმა ავტომანქანაში ჩაცხრილეს

სოხუმის მახლობლად, გუმისთის რაიონში, დაუდგენელმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს “მერსედესის” ტიპის ავტომანქანას და მასში მყოფი ორი ადამიანი ჩაცხრილეს – პავლე არძინმა და დიმიტრი ხაგბა. შემთხვევა 13 დეკემბერს თბილისის დროით დაახლოებით 18 საათზე მოხდა. სეპარატისტთა ე.ს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაადასტურა მომხდარი ფაქტი. მისი პრესსამსახურის ცნობით, ინციდენტის ადგილზე ახლა სამართალდამცავები მუშაობენ. წინასწარი მონაცემებით, ავტომანქანა სოხუმიდან გუდაუთაში მიემართებოდა, როდესაც მას ცეცხლი გაუხსნეს შემხვედრი მანქანიდან.
პავლე არძინბა, 1951 წელს დაბადებული, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მესამე პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმის ორგანიზებაში იყო ეჭვმიტანილი. ფაქტი 2012 წლის 22 თებერვალს მოხდა. მაშინ ანქვაბი არ დაშავებულა, თუმცა მისი დაცვის ორი წევრი – თენგიზ ფანდარაია და რემზიკ ცუგბა დაიღუპნენ.
2017 წლის 26 სექტემბერს პავლე არძინმა, რომელიც ანქვაბზე თავდასხმის შემდეგ იმალებოდა, სამართლადამცევებს ჩაბარდა, თუმცა სასამართლომ იგი თავდებით გაანთავისუფლა.
პავლე არძინბას ერთ დროს სოხუმის რეჟიმის ე.წ. თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა და იმვადროულად აფხაზურ-თურქულ კომაპნია “აბტურს” ხელმძღვანელობდა.
რაც შეეხება დიმიტრი ხაგბას, იგი 1975 წელს არის დაბადებული, აქტიურად იბრძოდა საქართველოს წინააღმდეგ აფხაზეთის ომის დროს.

banner
წინა სტატიაშიავტოავარიას ჯავახეთის ქუჩაზე ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა
შემდეგი სტატიაისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციამ აღმოსავლეთ იერუსალიმი პალესტინის დედაქალაქად აღიარა