ისინი მიდიან კობახიძის ოპოზიციაში-რომან გოცირიძე ბესელიას და მისი თანამოაზრეების წასვლაზე

„ისინი მიდიან კობახიძის ოპოზიციაში და არა ივანიშვილის,“ – ასე აფასებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, რომან გოცირიძე „ოცნებიდან“ ეკა ბესელიას და მისი თანამოაზრეების წასვლას.

გოცირიძე მმართველ პარტიაში მიმდინარე დაპირისპირების საუბრისას ამბობს, რომ ბესელია თანამოაზრეებთან ერთად რეალურად მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარეს და რამდენიმე დეპუტატს დაუპირისპირდა.

გოცირიძის შეფასებით, „ოცნებიდან“ წასული დეპუტატები ივანიშვილს არ გამოეყოფიან და კვლავ მისი ინტერესების გამტარებლები იქნებიან.

„საკონსტიტუციო უმრავლესობა დაიშალა არითმეტიკულად, მაგრამ არ დაშლილა ივანიშვილისთვის. ეს ხალხი მიდის გუნდის ერთი ნაწილის ოპოზიციაში, მაგრამ ისინი რჩებიან ივანიშვილის ერთგულად. ივანიშვილი კვლავ აკონტროლებს პარლამენტს და ნებისმიერ დროს, როცა დასჭირდება ეს ხალხი ჩადგებიან მის ერთგულ სამსახურში,“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობა 4-მა დეპუტატმა დატოვა – ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა, ბექა ნაცვლიშვილმა და გედევან ფოფხაძემ. წასვლას აანონსებენ გია ჟორჟოლიანი და მირიან წიკლაურიც.

banner
წინა სტატიაშიუზენაესმა სასამართლომ ლისის ტბის ჩამორთმევის საქმეზე ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის საჩივარი არსებითი განხილვისთვის მიიღო
შემდეგი სტატიაგედევან ფოფხაძე „ქართულ ოცნებას“ საზოგადოების მოტყუებაში ადანაშაულებს