Isfed პირად კადრებზე: არაეფექტურმა გამოძიებამ შანტაჟის რეალური საფრთხე შექმნა

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება წინასაარჩევნო გარემოს აფასებს. Isfed-ი წინასაარჩევნო გარემოს კონტექსტში საყურადღებოდ მიიჩნევს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას და აღნიშნავს, რომ არაეფექტურმა გამოძიებამ შექმნა პოლიტიკური სპექტრის მიმართ შანტაჟის რეალური საფრთხე.

“ვიდეოებს თან ახლდა პოლიტიკოსთა და ჟურნალისტების მიმართ მუქარის შემცველი ტექსტები, რითაც ავტორები მოითხოვდნენ ამ პირების მიერ, შესაბამისად, პოლიტიკური და ჟურნალისტური საქმიანობის შეწყვეტას. აღნიშნული ფაქტისა და წარსულში პირადი ცხოვრების შესახებ ვიდეოების გავრცელების არაეფექტურმა გამოძიებამ შექმნა პოლიტიკური სპექტრის მიმართ შანტაჟის რეალური საფრთხე, რაც უარყოფითად აისახება თავისუფალ და კონკურენტულ საარჩევნო გარემოზე, ასევე, პოლიტიკურად აქტიური პირების საქმიანობაზე. აღსანიშნავია, რომ ვიდეოში გამოთქმული მუქარების ადრესატები ძირითადად იყვნენ ქალები, რაც კიდევ უფრო ართულებს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის წახალისებას” – ნათქვამია Isfed-ის ანგარიშში.

აღსანიშნავია, რომ 11 და 14 მარტს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებისთვის ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ. საქართველოს პროკურატურამ აპრილში დააკავა ხუთი პირი, რომლებსაც მხოლოდ კადრების მოპოვებას და შენახვას ედავებიან.

banner
წინა სტატიაშიმაგდა პაპიძეს სასამართლოზე მოკლული მამა-შვილის ფოტოები აჩვენეს
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე რეგიონული მედიის წარმომადგენლებს შეხვდა