ნინო ბურჯანაძე რეგიონული მედიის წარმომადგენლებს შეხვდა

“დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე რეგიონული მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრას რვა მედიასაშუალების წარმომადგენელი დაესწრო, მათ შორის: “ეხო კავკაზას” ჩრდილოეთ ოსეთისა და პრაღის ბიუროს კორესპონდენტები, ასევე სამცხე- ჯავახეთის, სომხეთის და აზერბაიჯანის ადგილობრივი მედიისა და მათ შორის BBC-ის ბიუროს კორესპონდენტები.

ბურჯანაძის განცხადებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვდაა.

„შეხვედრაზე არიან რეგიონის მედიის წაომადგენლები, მათ აინტერესებთ საქართველოში მიმდინარე მოვლენები. ამ მოვლენებთან დაკავშირებით ჩემი და ჩემი თანაპარტიელების პოზიცია და მე მოხარული ვარ ვუმასპინძლო მათ. ბუნებრივია, გავაცნობ ყველა იმ პრობლემურ საკითხს, რომელიც მნიშვნელოვანია, როგორც არჩევნების წინა პერიოდში ასევე ქვეყნის მომავალი პოლიტიკური განვითარებისათვის”, – განაცხადა ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშიIsfed პირად კადრებზე: არაეფექტურმა გამოძიებამ შანტაჟის რეალური საფრთხე შექმნა
შემდეგი სტატია(video) აფხაზი დიაკონი: “საქართველო სეპარატისტული ქვეყანაა”