ირმა ნადირაშვილი: ადგილისთვის იბრძოდა და ამიტომაც წავიდა

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ირმა ნადირაშვილი უარყოფს გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ის ენმ-ს საარჩევნო სიაში იყო.
“არანაირი გარანტირებული ადგილი გიორგი ვაშაძეს სიაში არ ჰქონდა. (რაზეც ვითომ უარი თქვა) ადგილისთვის იბრძოდა და ამიტომაც წავიდა”- აცხადებს ნადირაშვილი.
გიორგი ვაშაძემ “ნაციონალური მოძრაობის” დატოვების შესახებ განცხადება რამოდენიმე წუთის წინ გააკეთა.
მისი თქმით პარტიის დატოვების მიზეზი საარჩევნო სიებთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესები არ გამხდარა. ვაშაძის განცხადებით პარტიის დატოვება მან გარკვეულ საკითხებზე ენმ-ს სხვა წევრებთან შეუთანხმებლობა გახდა.
ვაშაძემ კონკრეტულად დაასახელა ის პირები, რომლებთანაც მას პოლიტიკური შეუთანხმებლობა ქონდა, ესენი არიან გიგა ბოკერია, გოკა გაბაშვილი, მიშა მაჭავარიანი, ხათუნა გოგორიშვილი და დავით ბაქრაძე.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვაშაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ დახურულ კაბინეტურ სისტემად ჩამოყალიბდა
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია: სიის ათეულში არმოხვედრის გამო ვაშაძის განაწყენება უპასუხისმგებლოა