გიორგი ვაშაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ დახურულ კაბინეტურ სისტემად ჩამოყალიბდა

გიორგი ვაშაძემ “ნაციონალური მოძრაობიდან” წასვლის მიზეზები განმარტა.

როგორც ვაშაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დღეს საქართველო ურთულეს მდგომარეობაშია.

„დღეს საქართველო ურთულეს მდგომარეობაშია, რაც გამოწვეულია ივანიშვილის რეჟიმის უუნარობით და აშკარა მავნებლობით. ადამიანებმა დაკარგეს ხვალინდელი დღის რწმენა, ყველგან უპერსპექტივობა და უიმედობაა. ქვეყანას მართავს ივანიშვილის ჯიბის მთავრობა. ჩვენი მიზანია, მოქალაქეებს გავუჩინოთ პესრპექტივა და რეალური შესაძლებლობები განვითარებისთვისთვის, დასაქმებისა და უკეთესი ცხვრებისთვის. ამისთვის საჭიროა ივანიშვილის არაფრომალური მმართველობის დასრულება, ეს შეუძლია მხოლოდ ახალი თაობის ენერგიულ, მიზანდასახულ და თავისუფალ ძალას.

საჯარო სამსახურში ყოფნის დროს, სიახლეების, ინოვაციების ტექნოლოგიების დანერგვით შევძელით ადამიანის და სახელმწიფოს სრულიად ახალი ურთიერთობის მოდელის დამკვიდრება, მაგალითად იუსტიციის სახლების სახით.

ჩემი აქტიურ პოლიტიკაში მოსვლის მიზანი იყო და არის ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით ახალი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრება ქვეყანაში, რომელიც ახალ პოლიტიკურ კლასს გაუხსნის გზას, სრულიად ახალ პერსპექტივას და განვითარების შესაძლებლობას მოუტანს საქართველოს თითოეულ მოქალეს.

მსგავსი მოლოდინი ქონდა ქართულ საზოგადოებას, ჩვენს ამომრჩეველს, რომლებიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგან“ ელოდებოდნენ ინოვაციებს, ახალი ტიპის იდეებს და ინიციატივებს მაგრამ ეს არ განხორციელდა. ნაცვლად სიცოცხლისუნარიანი ღია ორგანიზმისა, ჩვენ მივიღეთ დახურული კაბინეტური მმართველობის სისტემა, რომელიც, მისი ბუნებიდან გამომდინარე, თავად არის მოკავშირე ივანიშვილის მავნებლური მმართველობის და ემსახურება მხოლოდ პარტიის ერთი მცირე ჯგუფის პერსონალურ ინტერესებს“, – განაცხადა ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვაშაძე გიგა ბოკერიას, მიხეილ მაჭავარიანს, ხათუნა გოგორიშვილს, გოკა გაბაშვილს და დავით ბაქრაძეს უპირისპირდება
შემდეგი სტატიაირმა ნადირაშვილი: ადგილისთვის იბრძოდა და ამიტომაც წავიდა