გიგა ბოკერია: სიის ათეულში არმოხვედრის გამო ვაშაძის განაწყენება უპასუხისმგებლოა

გიგა ბკერიას ე. წ მოდულის შენობაში დაიბარეს

გიორგი ვაშაძის მიერ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დატოვებას ეხმაურება პარტიის საერთაშორისო მდივანი გიგა ბოკერია და ამ ნაბიჯს უპასუხისმგებლოსა და არასერიოზულს უწოდებს. მისი თქმით, ვაშაძის განაწყენება საარჩევნო სიის ათეულში არმოხვედრამ გამოიწვია.

“პარტიის პოლიტსაბჭოზე ჩვენ დავამტკიცეთ საპარლამენტო სიის პრინციპები. მათგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია განახლება. ამის გამო ფრაქციის და პარტიის ლიდერთა უმეტესობამ მზადყოფნა გამოთქვა, სიის სათავეში ადგილი დაუთმოს საზოგადოებისთვის ცნობილ ფიგურებს, რომელთა როლი გადამწყვეტი უნდა იყოს ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლასა და გამარჯვების შემდგომ ქვეყნის რეფორმირებაში. ამ ფონზე, გიორგი ვაშაძის სურვილი აუცილებლად წარმოდგენილი იყოს სიის ათეულში, არ იქნა გაზიარებული. ათეულში არმოხვედრის გამო მისი განაწყენება და წასვლა არასერიოზული და უპასუხისმგებლოა. ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლაში ყველამ უნდა შეძლოს ამბიციების დაოკება. შემოდგომაზე ჩვენ დავამარცხებთ ივანიშვილის რეჟიმს და ყველა, ვინც თავისი საქციელით შეეცდება ამას ხელი შეუშალოს, მის წისქვილზე ასხამს წყალს”, – ამბობს ბოკერია.

გიორგი ვაშაძემ ენმ დღეს დატოვა. ის მოძრაობის შექმნას გეგმავს.

banner
წინა სტატიაშიირმა ნადირაშვილი: ადგილისთვის იბრძოდა და ამიტომაც წავიდა
შემდეგი სტატია„ნაციონალური მოძრაობა“: გიორგი ვაშაძემ პარტია საარჩევნო სიის გამო დატოვა