ირმა ინაშვილს შესაძლოა, ვიცე-სპიკერის თანამდებობის დატოვება მოუწიოს

ირმა ინაშვილს შესაძლოა, ვიცე-სპიკერის თანამდებობის დატოვება მოუწიოს. მიზეზი ნატო ჩხეიძის მიერ პარლამენტის ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსის” დატოვების გადაწყვეტილებაა. ჩხეიძის წასვლის შემთხვევაში ფრაქცია დაიშლება.

„იბერიას“ დამფუძნებლის გასვლის შესახებ გაკეთებული განცხადება პარტიის ლიდერისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

ინაშვილის თქმით, მას ნატო ჩხეიძესთან დაპირისპირება არ ჰქონია და მისთვის გაურკვეველია რატომ დატოვა დეპუტატმა პარტია.

ინაშვილის განცხადებით, ის ამ დრომდე ცდილობს უკვე ყოფილ თანაგუნდელთან დაკავშირებას, თუმცა ნატო ჩხეიძე მის ზარებს არ პასუხობს.

„გაოცებული ვარ იმ ინფორმაციით რასაც ვისმენ, იმიტომ რომ ნამდვილად არ ველოდი ასეთ გადაწყვეტილებას. არავითარი დაპირისპირება ამ ორი წლის მანძილზე ჩვენს შორის არ ყოფილა.თუ ქალბატონი ნატო ჩხეიძე დატოვებს ფრაქციას ცხადია, დაიშლება ჩვენი ფრაქცია. ჩვენც გვაქვს გეგმა და ვიმოქმედებთ ამ გეგმის მიხედვით. შევეცდები რომ შევხვდეთ, თუ ვერ შევხვდი შევხვდებით ქუთაისში პარლამენტის სხდომაზე“-ამბობს ირმა ინაშვილი.

banner
წინა სტატიაში„აუცილებელია გამომძიებლის და პროკურორის უფლებამოსილების გამიჯვნა” – სოფო ვერძეული
შემდეგი სტატია“20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული დანაშაულის ჩადენის მომენტში შერაცხადი იყო” – ექსპერტის დასკვნა