„აუცილებელია გამომძიებლის და პროკურორის უფლებამოსილების გამიჯვნა” – სოფო ვერძეული

„აუცილებელია გამომძიებლისა და პროკურორის უფლებამოსილების გამიჯვნა იმისთვის, რომ გვქონდეს ობიექტური გამოძიება,“- ეს განცხადება, “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორმა, სოფო ვერძეულმა გააკეთა.

ის სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, საგამოძიებო სისტემაში დაგეგმილი ცვლილებების განხილვას ესწრება. ვერძეულმა კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებზე გაამახვილა ყურადღება.

„გამოძიების პროცესში გამომძიებელი უნდა იყოს დამოუკიდებელი. მას უნდა შეეძლოს, დანაშაულთან დაკავშირებით ყველა შესაძლო ვერსია დამოუკიდებლად მოიკვლიოს და გამოიძიოს. პროკურორი უნდა იყოს ფიგურა, რომელიც გადაწყვეტს, არის თუ არა საქმე მზად, დაიწყოს თუ არა გამოძიება. დღეს არის სრული გაუგებრობა უფლებამოსილებებში და ჩვენ ბევრ, მათ შორის გახმაურებულ საქმეებში, არეული უფლებამოსილების გამო, რთული ვიპოვო პასუხისმგებელი ორგანო და პირი,“- განაცხადა სოფო ვერძეულმა.

banner
წინა სტატიაშიკახა კოჟორიძემ თანამდებობა დატოვა
შემდეგი სტატიაირმა ინაშვილს შესაძლოა, ვიცე-სპიკერის თანამდებობის დატოვება მოუწიოს