“20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული დანაშაულის ჩადენის მომენტში შერაცხადი იყო” – ექსპერტის დასკვნა

თბილისის საქალაქო სასამართლოში თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმის განხილვა მიმდინარეობს.

სასამართლოს წინაშე წარსდგა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ფსიქიატრიული ექსპერტი, ვახტანგ ჟორჟოლიანი რომელმაც განაცხადა, ბრალდებული ლადო გრიგალაშვილი დანაშაულის ჩადენის მომენტში შერაცხადი იყო.

“ლადო გრიგალაშვილი ფსიქიკურად დაავადებული არ არის და დანაშაულის ჩადენის მომენტში ფსიქიკურად დაავადებული არ იყო”, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.

შეგახსენებთ, რომ თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილი 22 თებერვალს მოკლეს. მას ყელის არეში დანით რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. პოლიციამ ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით გოგონას შეყვარებული, ლადო გრიგალაშვილი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავა

banner
წინა სტატიაშიირმა ინაშვილს შესაძლოა, ვიცე-სპიკერის თანამდებობის დატოვება მოუწიოს
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – „არავის არსად გავუშვებთ, ვინც კი კვალიფიკაციით ამის საშუალებას მოგვცემს – საუკეთესოები იქნებიან საუკეთესო პოზიციაზე“