ირმა ინაშვილი : არ მაქვს იმედი, რომ მოსამართლეებთან დაკავშირებით უმრავლესობა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს გაითვალისწინებს

არ მაქვს იმედი, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ, უმრავლესობა შეეცდება გაიტანოს ის კანონპროექტი, რაც მომზადებული აქვს, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა, ვენეციის კომისიის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების შესახებ უმრავლესობის კანონპროექტს განიხილავენ.

მისი თქმით, „პატრიოტთა ალიანსმა“ ხაზი გაუსვა, რომ მხარს არ უჭერენ „ქართული ოცნების” მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს, რადგან ის ფრაგმენტულ ცვლილებებზეა გათვლილი.

„ეს მართლმსაჯულების სისტემაში რეალურ ცვლილებებს ვერ განაპირობებს. ამიტომ, სწორედ იმაზე ვისაუბრეთ, რომ ფუნდამენტური რეფორმა უნდა განხორციელდეს, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა გაუქმდეს და ა.შ. დიდი იმედი მაქვს, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები იქნება ძალიან მკაფიო და მკაცრი“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი აბესაძე : ღიმილის მომგვრელია ივანიშვილის არტისტული გამოხტომები, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში ახასიათებს
შემდეგი სტატია61,15% ბიულეტენების მონაცემები უკრაინაში: ზელენსკი – 30,38%, პოროშენკო – 16,38%, ტიმოშენკო – 13,08%