ირაკლი აბესაძე : ღიმილის მომგვრელია ივანიშვილის არტისტული გამოხტომები, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში ახასიათებს

ღიმილის მომგვრელია ივანიშვილის არტისტული გამოხტომები, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში ახასიათებს, – ამის შესახებ პარტია “ევროპული საქართველოს” წევრმა, დეპუტატმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა.

ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებით, ივანიშვილი ყოველ არჩევნებზე ერთნაირი მეთოდებით ცდილობს ამომრჩევლის მოტყუებას, რომელიც საბოლოოდ, შეუსრულებელი რჩება.

“ღიმილის მომგვრელია ივანიშვილის არტისტული გამოხტომები, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში ახასიათებს. გვახსოვს, საპრეზიდენტო არჩევნების წინ, შეშინებული ივანიშვილი როგორ უხსნიდა ადამიანებს, რომ მას ესმის, თუ რა მძიმე მდგომარეობაში არიან ადამიანები და როგორ გამოასწორებდა ის ამ სიტუაციას, თუმცა მას შემდეგ კიდევ უფრო მეტად დამძიმებულ სიტუაციას ვხედავთ საბანკო რეგულაციებიდან გამომდინარე, გაზრდილ სიღარიბეს, გაზრდილ კრიმინალს… ახლაც წინასაარჩევნოდ გაიხსენა მან პირველი პრეზიდენტი, ეკლესიებისთვის შეწირულობის გამო მასზე შექმნილი პოზიტიური მითები და ახლაც ცდილობს ერთი და იგივე ხერხებით შეიყვანოს ადამიანები შეცდომაში, მაგრამ მთავარ კითხვებს ვერ სცემს პასუხს – რა ეშველებათ მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს?” – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

banner
წინა სტატიაში„ჩვენ ვთვლით, რომ ეს პრინციპულად სწორია,“- ეკონომიკის მინისტრი საბანკო რეგულაციებზე საუბრობს
შემდეგი სტატიაირმა ინაშვილი : არ მაქვს იმედი, რომ მოსამართლეებთან დაკავშირებით უმრავლესობა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს გაითვალისწინებს