61,15% ბიულეტენების მონაცემები უკრაინაში: ზელენსკი – 30,38%, პოროშენკო – 16,38%, ტიმოშენკო – 13,08%

უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გუშინ გამართული საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენების 61,15% დაითვალა. ამ დროისათვის პრეზიდენტობის კანდიდატებს შემდეგი შედეგი აქვთ: ზელენსკი – 30,38%, პოროშენკო – 16,38%, ტიმოშენკო – 13,08%.

არჩევნების მეორე ტურში გადადიან ვლადიმირ ზელენსკი და მოქმედი პრეზიდენტი პეტრე პორშენკო.
იულია ტიმოშენკომ 13,08 % მიიღო. გარდა ამისა, სხვა კანდიდატებში ხმები ასე გადანაწილდა:
იური ბოიკო – 11,58%,
ანატოლი გრიცენკო – 7,06%
იგორ სმეშკო – 5,92%
ოლეგ ლიაშკო – 5,12%
ალექსანდრ ვულკინი – 4,29%
რუსლან კოშულინსკი – 1,66%
იური ტიმოშენკო – 0,60%

ზელენსკი უკრაინის თითქმის ყველა რეგიონში ლიდერია. პეტრე პოროშენკომ მას მოუგო მხოლოდ ლვივში, ივანო-ფრანკოვოსა და ტერნოპოლში. იური ბოიკო პირველია დონეცკსა და ლუგანსკში.
სულ არჩევნებზე დასწრება 63,45% იყო – “112 უკრაინა” ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიირმა ინაშვილი : არ მაქვს იმედი, რომ მოსამართლეებთან დაკავშირებით უმრავლესობა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს გაითვალისწინებს
შემდეგი სტატიაკომპანია „ტრანსმშენი“ ჭავჭავაძის #5-ში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს