ირინა ვერეშჩუკი – პირველად განხორციელდა სავალდებულო ევაკუაცია დონეცკის ოლქიდან, მაგრამ ჩვენი პროგნოზები მიუთითებს, რომ სხვა რეგიონებში გაგრძელდება

უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრი ირინა ვერეშჩუკი დონეცკის რეგიონიდან ევაკუაციის მოთხოვნის გავრცელებას უკრაინის სხვა რეგიონებშიც პროგნოზირებს.

„პირველად განხორციელდა სავალდებულო ევაკუაცია დონეცკის ოლქიდან და ის ერთადერთია ჯერჯერობით, მაგრამ ჩვენი პროგნოზები და ანალიზი მიუთითებს, რომ ეს გაგრძელდება სხვა რეგიონებში. ახლა ჩვენ ვხედავთ სიტუაციის გაუარესებას. ხოლო შემოდგომა -ზამთრის დადგომასთან ერთად გათბობის ქსელებით სითბოს მიწოდება გაცილებით გართულდება”, – განაცხადა ვერეშჩუკმა.

მისი თქმით, მტრის თავდასხმის სამიზნე შეიძლება იყოს თბოელექტროსადგურები და ზაპოროჟიეს, ხერსონისა და ხარკოვის რაიონებში ზოგიერთი ქალაქი და დაბა შესაძლოა გათბობისა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს.

banner
წინა სტატიაშიბაჩო დოლიძე – „ოცნებიდან“ გასული დეპუტატების განცხადება არის მორიგი თავდასხმა აშშ-ის ელჩზე და იმ ქვეყანაზე, რომელიც 30 წელია, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია
შემდეგი სტატიაგია ცაგარეიშვილის განცხადებით, უმრავლესობიდან გასული დეპუტატების მიერ „გამომზეურებულ საგანგაშო ფაქტებზე“ „ქართული ოცნება“ იმსჯელებს და პარტიის პოზიცია ამის შემდეგ გახდება ცნობილი