გია ცაგარეიშვილის განცხადებით, უმრავლესობიდან გასული დეპუტატების მიერ „გამომზეურებულ საგანგაშო ფაქტებზე“ „ქართული ოცნება“ იმსჯელებს და პარტიის პოზიცია ამის შემდეგ გახდება ცნობილი

საკმაოდ საგანგაშო ფაქტებია გამომზეურებული – ის მოვლენები და ფაქტები, რომელთა თაობაზეც ჩვენ გასაგები მიზეზების გამო ასე გულახდილად ვერ ვსაუბრობთ, – ეს განცხადება ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა უმრავლესობიდან გასული ოთხი დეპუტატის წერილის კომენტირებისას გააკეთა.

ცაგარეიშვილის თქმით, უახლოეს პერიოდში უმრავლესობა შეიკრიბება, იმსჯელებს და ერთიანი პოზიცია საზოგადოებისთვის ამის შემდეგ გახდება ცნობილი.

„ამ ადამიანებმა ფრაქცია „ქართული ოცნება“ და უმრავლესობა იმიტომ დატოვეს, რომ საზოგადოებასთან ამგვარი გულახდილობით ესაუბრათ, როგორც ამას თავად თვლიან. ეს რა თქმა უნდა, მათი უფლებაა და ვერავინ ამ ადამიანებს ამ უფლებაში ვერ შეზღუდავს.

სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში უმრავლესობა უნდა შეიკრიბოს და ამ მოვლენებსა და გამომზეურებულ ფაქტებზე იმსჯელოს“, – განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირინა ვერეშჩუკი – პირველად განხორციელდა სავალდებულო ევაკუაცია დონეცკის ოლქიდან, მაგრამ ჩვენი პროგნოზები მიუთითებს, რომ სხვა რეგიონებში გაგრძელდება
შემდეგი სტატიაიტალიაში მცხოვრები ქართველები ბრეშაში უქომაგებენ საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს