IRI: საქართველოში წინასაარჩევნო გარემო მშვიდი და წყნარია

IRI-ის ევრაზიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი, სტივენ ნიქსი, წინასაარჩევნო გარემოს აფასებს და იმედოვნებს, რომ ხვალ არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩაივლის.

მისი თქმით, ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტს დამკვირვებლები, ფაქტობრივად, ყველა საარჩევნო უბანში ეყოლება და ორგანიზაცია შედეგებს კვირას, 14:00 საათზე გაასაჯაროებს.

“ატმოსფერო მშვიდი და წყნარია აჩევნების წინ. ვხედავთ საარჩევნო ადმინისტრაიის მუშაობის გაუმჯობესებას, საარჩევნო სიის ხარისხის ამაღლებას, ქალთა რაოდენობის ზრდას, რომლებიც საარჩევნო კომისიებში არიან ჩართულები. საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები კარგად არიან მომზადებულები, მზად არიან თავინთი მოვალეობები შასრულონ საარჩევნო პერიოდის განმავლობაში”,- აცხადებს ნიქსი.

რაც შეეხება ინცდენტებს, მისი თქმით, ორგანიზაცია მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ გამოიძიოს დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების შემთხვევა.

banner
წინა სტატიაში“„რესპუბლიკურ პარტიას“, ისევე როგორც ყველა სხვა პარტიას, წინასაარჩევნო პერიოდში ჰქონდა სრული თავისუფლება, თავისი სიტყვა ამომრჩევლამდე მიეტანა”
შემდეგი სტატიაჩეჩნეთის პარლამენტის სპიკერმა მთავარი მოსამართლე სცემა